კომაროვის სკოლის მოსწავლეებმა ქართველი საზოგადოების წიგნიერების დონის განსაზღვრა სცადეს!

კომაროვის სკოლის მერვე (1) და მერვე (2) კლასის მოსწავლეებმა (დამრიგებელი და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლები: ქეთევან ბუხრაშვილი და მაია მენთეშაშვილი) წარმოადგინეს პროექტი „ჩვენი ენა ქართული“. მოსწავლეებმა აღნიშნული პროექტის ფარგლებში იმუშავეს თემებზე: მედიასივრცეში (ტელევიზია და პრესა) დაშვებული შეცდომები; ბანერებსა და ქუჩის აღმნიშვნელ აბრებზე დაშვებული შეცდომები და ქართველური ენები, დიალექტები, ჟარგონები. ერთ-ერთმა ჯგუფმა ინტერვიუ ჩაწერა კომაროვის სკოლის ბავშვებთან და სხვა სკოლის მოსწავლეებთან. მათ, ასევე გამვლელ საზოგადოებას დაუსვეს 15 კითხვა სხვადასხვა საკითხზე, რის შედაგადაც წიგნიერების დონის განსაზღვრა სცადეს.

კომაროვის მერვე კლასის მოსწავლეთა ნამუშევრები კომპიუტერულად დაამუშავა და კლიპის სახით წარმოადგინა ამავე კლასის მოსწავლემ ლიზი ტარიელაშვილმა. 


ზემოთ